|
2018-03-29 11:50:31, 1494 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ რასელ სანბორნს უმასპინძლა. შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით, თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების პროცესში სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2018 წელს, ორმხრივი ერთობლივი პოგრამებისა და ინიციატივების განხორციელებით, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობა უფრო მჭიდრო და ინტენსიურ სახეს მიიღებს. მხარეებმა ყურადღება ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლების - Agile Spirit-ის მომზადებაში აქტიურად არის ჩართული. სააქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წელს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საზღვაო კომპონენტიც დაემატება, რაც რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია წარმოადგენდა. ლევან იზორიამ ამერიკელ სტუმრებს ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ საპასუხისმგებლო მისიისთვის მოსამზადებელ პერიოდში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ამოქმედებას, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტია და მიზნად საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას ისახავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან იზორიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის გადასროლისწინა პროგრამის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი მეთიუ კორბატი, რომელიც საქართველოში საქმიანობას ასრულებს, თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, კობა ცირეკიძე დაესწრნენ. ამერიკული მხრიდან თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე დელეგაციის წევრები და საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
(NS)
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)