10:47 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 11:41:21, 1691 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად,  ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას - „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს. 

სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს. სამართალდარღვევაზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია. 

ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics