21:36 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 11:35:31, 1585 ნახვა

საზოგადოება
ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ჯონი სამხარაძის ინფორმაციით, ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ბიჭს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება.

"13 წლის ბიჭი შემოიყვანეს მრავლობითი ტრავმებით - თავის, სახისა და კისრის არეში. აღენიშნებოდა შეშუპება ორივე თვალის მიდამოში. ჩატარდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, ქირურგიულ ჩარევას ბავშვი არ საჭიროებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი მკურნალობა და მონიტორინგი", - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

„112 - ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე.

პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

თავდამსხმელს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics