|
2018-03-28 17:12:21, 1567 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმასთან დაკავშირებით მერია გადაწყვეტილების მიღებას ორშაბათს აპირებს
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მერია, სავარაუდოდ, ორშაბათს მიიღებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც მერიამ პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ დოკუმენტზე საკუთარი შენიშვნები გააცნო. კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას, რომ შეხვედრაზე არ მოიწვიეს. მერის მტკიცებით, საკრებულოს ოპოზიცია მოწვეული იყო, თუმცა არ მოვიდნენ: „გაუგებარია ოპოზიციის განცხადება, მოწვეული იყვნენ. მხედველობაში მაქვს საკრებულოს ოპოზიცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.საკრებულოს ყველა დეპუტატი ოპოზიციიდან იყო მოწვეული, თუმცა არ მოვიდნენ, გასაგებია მათი პოლიტიკური მოტივაცია. რაც შეეხება ამ შეხვედრას, არაფერი განსაკუთრებული არ იყო, ჩვენ როგორც გუშინ, უმრავლესობას გავაცანით ჩვენი შენიშვნები, რომელიც გვაქვს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, წარვუდგინეთ აქ მყოფ საზოგადოებას და ავუხსენით, რაში იყო პრობლემები და რა ხარვეზებს ვხედავთ. გადაწყვეტილება მისაღებია მერიის მხრიდან. ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, საზოგადოებას, ყველას გავაცნოთ არსებულ დოკუმენტთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. სხვათაშორის, „სითი ინსტიტუტსაც“ აქვს ვალდებულიება, რომ საჯარო შეხვედრები გამართოს ამასთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ იმართება შეხვედრა, პრეზენტაცია, რომელსაც ისინი მართავენ და მერიის მხრიდან აუცილებლად დ დავესწრებით. საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, გენგეგმის მიღება არ მიღებაზე პასუხისმგებლობას იღებს დედაქალაქის მერია.ორშაბათს ვაპირებთ მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ რა გადაწყვეტილება იქნება, თქვენი მეშვეობით საზოგადოება გაიგებს ამ ყველაფერს“,-აღნიშნა კახი კალაძემ. მერიას დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებულ ვერსიასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. შენიშვნები ეხება ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას, ასევე ეკონომიკას.
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)