|
2018-03-28 15:49:43, 1410 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და „SOS ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარები ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაში უფასოდ ისწავლიან
ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარებისთვის პილოტურ პროექტს იწყებს. შესაბამისი თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი აკადემიის სპორტდარბაზში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ, საკალათბურთო აკადემიის დირექტორმა გიორგი ალავიძემ და „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ ეროვნულმა დირექტორმა ზვიად ბერძენიშვილმა. პილოტურ პროექტში 14 წლამდე ასაკის 15 ბავშვი ჩაერთვება. თანამშრომლობის მიზანია დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებზე მორგებული სპორტული აქტივობების დანერგვა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი არასრულწლოვნების ჯანსაღ, წარმატებულ და მიზანდასახულ პიროვნებებად აღზრდა. ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ერთვება არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით არსებული სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერაში; სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. 2014-2017 წლებში მედიაციის სახლის სერვისებით 1286-მა არასრულწლოვანმა ისარგებლა, რომელთაგან 228 ქუჩაში მცხოვრები/მომუშავე ბავშვია. ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ორი ძირითადი მიმართულებით საქმიანობს. პირველი ეს არის ოჯახის გაძლიერების პროგრამა, რომლის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ 18 წლამდე ბავშვები და მათი მშობლები. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს არის ალტერნატიული ზრუნვა, რომელიც საშუალებას აძლევს მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ოჯახთან მიახლოებულ გარემოში იცხოვრონ. ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიის დირექტორის გიორგი ალავიძის განცხადებით, აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. „პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების სპორტულ, ამ შემთხვევაში, საკალათბურთო დატვირთვას, ქვეყანაში კიდევ ერთ სოციალურ ფენას დაეხმარება. აკადემიის ახალ პარტნიორებთან ერთად ვეცდებით, რაც შეიძლება მეტი სპორტული აქტივობა მოვარგოთ არასრულწლოვნებს. ჩვენთვის ეს ახალი გამოწვევა და პატივია,“ აღნიშნა გიორგი ალავიძემ.
(NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)