|
2018-03-28 15:31:13, 1401 ნახვა
საზოგადოება
„სითი ინსტიტუტი“ მიწათსარგებლობის გენგეგმასთან დაკავშირებით პრეზენტაციის გამართვას გეგმავს
თბილისის მერის კახი კალაძის ინფორმაცით, სავარაუდოდ, ხვალ "სითი ინსტიტუტი" დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს წარმოადგენს. კალაძის თქმით, მერიას მიაჩნია, რომ დოკუმენტი ხარვეზიანია და შეუსაბამობებს შეიცავს. ამასთან, დედაქალაქის მერისთვის მიუღებელია შეხვედრის ის ფორმაც, რომელიც გუშინ შედგა. "ხვალ თუ არ ვცდები, "სითი ინსტიტუტს" აქვს სურვილი წარმოადგინონ თავიანთი პრეზენტაცია, ხედვები და მერიის მხრიდანაც იქნებიან წარმოდგენილი ადამიანები, ვინც დაესწრება ამ შეხვედრას. რაც შეეხება პროცესს, ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა, დიდი ხანია მიმდინარეობს და უსასრულო ვერ იქნება.18 თვე ჰქონდათ მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, უნდა დაემთავრებინათ გენერალურ გეგმაზე მუშაობა, როდესაც ჩვენი გუნდი მოვიდა, მოგვეცა უფლებამოსილება,დაგვეწყო ჩვენი სამუშაო, 26 თვე იყო გასული.შესაბამისად, მათ შემდეგ წარმოადგინეს მე-6 ეტაპის დოკუმენტაცია, რაც დაუხარვეზდათ და დაუბრუნდათ უკან. განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის რადგან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის არსრბობა და გვინდა, რომ მივიღოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს გამართული,მოწესრიგებული დოკუმენტი, რასაც უნდა დაეფუძნოს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება.მივმართეთ, წარმოადგინეთ გონივრული ვადა, რა ვადაში შეგიძლიათ ამ ხარვეზის გამოსწორება, მათ მოითხოვეს 45 დღე. რადგან ჩვენ გვინდოდა მიგვეღო ხარისხობრივსდ კარგი, გამართული დოკუმენტი, დავეთანხმეთ ამ 45 დღეს, თუმცა გამოაწორებული რეალურად არაფერია.არსებობს პრობლემები, გუშინ გვინდოდა ამ შენიშვნებზეც მოგვესმინა მათი მხრიდან პასუხი,თუმცა მივიღეთ ცინიკური დამოკიდებულება, შეურაცხყოფის მიყენება კონკრეტულად ილია ელოშვილის მიმართ, იმ ახალგაზრდების მიმართ ვინც იქ იყვნენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია, ეს დამოკიდებულება გამოიყენონ თავიანთ სამსახურებში, ჩვენ არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეურაცხყოფა მიაყენონ მერიის თანამშრომლებს. ეს არ არის კონსტრუქციული დამოკიდებულება.ჩვენ ვართ მომართული იმისკენ, რომ დოკუმენტი შევიმუშაოთ, ვისთან ერთად, როგორ, ამ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მოგახსენებთ", - აღნიშნა კალაძემ.
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)