10:47 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 15:08:04, 1275 ნახვა

საზოგადოება
126 წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ახალი ფილიალი გახსნა

თბილისში, აბულაძის ქ.N34-ში ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან ფილიალი პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება.

გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ახალი ფილიალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით და უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ ოფთალმოლოგიურ სერვისს როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის.

„ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 126 წლიანი ტრადიცია გააჩნია. პაციენტებს მუდმივად ვთავაზობთ ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს: სათვალის მოხსნა ფემტოსეკონდ ლაზერით, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, ბადურის და გლაუკომის ქირურგია და სხვა.

2018 წლის ბოლომდე თბილისის უბნესბასა და რაიონულ ცენტრებში კიდევ 4 ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, რომლეიბიც ასევე გამოცდილი ექიმებით იქნება დაკომპლექტებული და უახლესი ოფთალმოლოგიური ტექნიკითა და ქირურგიული აპარატურით იქნება აღჭურვილი“, - აცხადებენ „ნიუ ჰოსპიატლსში“.

საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics