10:47 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 12:49:24, 1421 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ არქივს უკრაინის არქივების დელეგაცია სტუმრობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი უკრაინის სახელმწიფო საარქივო სამსახურის  დელეგაციას შეხვდა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: უკრაინის სახელმწიფო საარქივო სამსახურის  ხელმძღვანელი ტატიანა ბარანოვა, უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორი ნატალია მაკოვსკაია და კიევის  სახელმწიფო არქივის დირექტორი სოფია კამენევა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის არქივების თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საარქივო დოკუმენტების ელექტრონული ასლების გაცვლასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

დელეგაციის წევრები ეროვნულ არქივში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ, დაათვალიერეს ეროვნული არქივის ახალი კინოდარბაზი, საგამოფენო პავილიონი, საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის არქივების მიერ ორგანიზებული გამოფენა „საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ" ეროვნული არქივის პავილიონში 29 მარტს გაიხსნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics