20:50 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 14:39:12, 327 ნახვა

საზოგადოება
სოლიდარობის ფონდი 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას მართავს

სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში  პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი საქართველოს სოლიდარობის ფონდის 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. დღესვე  ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების სიმბოლური დაჯილდოების ღონისძიებაც გაიმართება.   

ამოქმედებიდან დღემდე, სოლიდარობის ფონდის საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40,000-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. ამასთანავე ფონდმა უკვე გააფორმა თანამშრომლობითი მემორანდუმები 14 კერძო კომპანიასთან, რომლის ფარგლებშიც მიკრო-ფილანტროპიის, ანუ მცირე ქველმოქმედების საშუალებით ფონდში ხდება რეგულარულად დონაციების მობილიზება.
არსებული დახმარებით, ფონდში საერთო ჯამში 1,701,000 ლარის მობილიზება მოხდა და 1,198,000 ლარით დამტკიცდა 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას, მათ შორის განსაკუთრებით ძვირადღირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად. 
დღევანდელ შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდი 260-ზე მეტი საჯარო უწყებისა და კერძო კომპანიის მონაწილეობას აღნიშნავს და მათ შორის 40 ორგანიზაციას განსაკუთრებული წვლილისთვის გადასცემს სიმბოლურ „სოლიდარობის ჯილდოს.“

   „სოლიდარობის ჯილდო“ გადაეცემა 24 საჯარო უწყებას - როგორც ცენტრალურ სამინისტროებს, ასევე ცალკეულ სამსახურებს, რწმუნებულის აპარატებს, მუნიციპალიტეტებს, ეროვნულ კომისიებსა და საბჭოებს, რომელთა თანამშრომლები სრული (100%) შემადგენლობით მონაწილეობენ სოლიდარობის ფონდის საქმიანობაში, ან ყოველთვიურად ყველაზე მოცულობით ან საშუალოდ ყველაზე მაღალ დონაციებს უზრუნველყოფენ.

  „სოლიდარობის ჯილდო“ სხვადასხვა რეიტინგული პარამეტრებით გადაეცემა 16 კერძო კომპანიასა და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ფონდის ამოქმედების პირველივე წელს შემოუერთდნენ ეროვნული სოლიდარობის წამოწყებას ან მჭიდროდ თანამშრომლობენ სოლიდარობის ფონდთან ონკოლოგიის სფეროში.

 ღონისძიებაზე ასევე მოხდება მადლობის სერთიფიკატების გადაცემა 43 საჯარო უწყებისა   და სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის წევრებისა და „დამკვირვებლებისათვის“ 2014 წელს გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.

 დღესვე გაიმართება „სოლიდარობის ფონდის“ ვებ-გვერდის პრეზენტაცია, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომ სურვილის შემთხვევაში ონლაინ გადარიცხვებით დაეხმარნონ ფონდში შემოსული განცხადებების მიხედვით კონკრეტულ ბავშვებს, ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებს.

სოლიდარობის ფონდი საზოგადოებას საქმიანობის ანგარიშს მუდმივად წარუდგენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics