|
2018-03-27 19:33:43, 1604 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტი „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა“ დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სტუდენტური პროექტი - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის კვლევა" - დასრულდა. მასში მონაწილე სტუდენტებმა - ნიკოლოზ სეფიაშვილმა, გიორგი ჯავახიშვილმა და კონსტანტინე გოგიბერიძემ - კვლევის შედეგები დღეს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს. კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები ბოლო ორი თვის განმავლობაში საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ საკუთარი კვლევის მიმართულებით საარქივო მასალის ელექტრონულ ასლებსა და ორიგინალებზე მუშაობდნენ. ეროვნული არქივის სტუდენტურ კვლევით პროექტში სამი სტუდენტი მონაწილეობდა: თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტი ნიკოლოზ სეფიაშვილი (თემა - საქართველოს პირველი რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო და ფულადი ნიშნების ემისია); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების ბაკალავრიატის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ჯავახიშვილი (თემა: საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საკითხი სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმების მიხედვით); თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების მაგისტრანტი კონსტანტინე გოგიბერიძე (თემა: საქართველოს პირველი რესპუბლიკის განათლების რეფორმა). პროექტის მიზანი იყო 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის უცნობი ან ნაკლებად ცნობილი საკითხების კვლევა, გააზრება და დასკვნების გამოტანა იმ სტუდენტთა წახალისება, რომლებსაც სურვილი აქვთ მომავალში კვლევის სფეროდ აქციონ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორია. ეროვნული არქივისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების ხელშეწყობა მკვლევარისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში, რაც მათ დაეხმარება ყველაზე ძვირფასი და საჭირო მასალა - საარქივო პირველწყარო - საკუთარ ნაშრომებში გამოიყენონ. 2018 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნიდან 100 წელი შესრულდა. სტუდენტური კვლევითი პროექტი ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომელთაც ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ეროვნული არქივი მიმდინარე წელს გეგმავს.
(NS)
ტრამპმა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნაში დემოკრატები დაადანაშაულა
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)