|
2018-03-27 19:03:01, 1649 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: გაერთიანებული ახალი დიდი კომპანია შეძლებს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კომპანიების - „სილქნეტისა და „ჯეოსელის" გაერთიანებათან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, რომელშიც საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი გარიგების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, თავისი შინაარსით ეს არის კონკურენციის წამახალისებელი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გაერთიანებული, ახალი დიდი კომპანია შეძლებს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მომსახურების ხარისხის გაზრდას, კონკურენცია კი - ახალი პროდუქტების გამოჩენას ბაზარზე", -აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შემდგარი გარიგების თანახმად, „სილქნეტი" ჯეოსელის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. გარიგება „სილქნეტის" ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას „ჯეოსელის" მობილურ სერვისთან გააერთიანებს. გაერთიანებული კომპანია უზრუნველყოფს საქართველოს მომხმარებლებისთვის ინოვაციური პროდუქტების და სერვისის უფრო ფართო არჩევანს და გაზრდილ წვდომას საერთაშორისო ექსკლუზიურ კონტენტზე. გარიგების ღირებულებამ 153 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. გარიგების დაფინანსება 133 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსით „თიბისი ბანკმა" უზრუნველყო 9 ბანკისგან შემდგარი სინდიკატის მეშვეობით. პირველმა ვიცე პრემიერმა მონაწილე მხარეებს გარიგების წარმატებით დასრულება მიულოცა, ამასთან მან მადლობა გადაუხადა „თიბისი ბანკს" ტრანზაქციისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის და ქვეყნის მთავრობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება. „სწორედ გუშინ დავბრუნდი ისრაელიდან, სადაც გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ისრაელი, რომელიც ინოვაციების მიმართულებით მსოფლიოში მე-3 ქვეყანაა, მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 4%-ს კვლევასა და განვითარებაზე ხარჯავს, რა თქმა უნდა, აქედან ძალიან დიდი წილი მოდის სწორედ ICT სექტორზე. ჩვენ ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ ამ რიცხვისგან, მაგრამ ასეთი ძლიერი კომპანიები, კერძო სექტორი სამომავლოდ აუცილებლად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოსთან ერთად განვავითაროთ უკვე ის მიმართულებები, რომლებიც საბოლოო ჯამში უფრო მაღალი ხარისხის, გამოყენებით პროდუქტებად გარდაიქმნება და მიწოდებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, მომხმარებლებისთვის", - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)