16:41 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 17:29:12, 1697 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება

პირველი აპრილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად ახალი სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ცვლილებების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება.

„აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი საჯარო უწყება იქნება, სადაც ევროპული ტიპის გენერალური დირექტორატის პორტფელი შეიქმნება. ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის შექმნა პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და მის დაქვემდებარებაში იქნება ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტები.

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მოვალეობები იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანა იქნება ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი/კოორდინაცია და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა.

ცვლილებების თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად შეიქმნება ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება. (აღსანიშნავია, რომ აქამდე ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს სამმართველო კურირებდა).

მთავრობის, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში იქმნება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ამოცანაა კომუნიკაციის დაგეგმვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საზოგადოების ინფორმირება, საკომუნიკაციო სტრატეგიის იმპლემენტაცია და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტების მიხედვით უწყებაში არსებულ დეპარტამენტებშიც იგეგმება ცვლილებები. მთავრობის დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად იქმნება სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაზე. კერძოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში შეიქმნება დასაქმების ხელშეწყობის სამმართველო. დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისთვის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის შემადგენლობაში დღეს არსებული ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს დამატება“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics