17:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 16:48:39, 1300 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე ოპოზიციას: გენგეგმის განხილვა ღია იყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეეძლო

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა სხვადასხვა ეტაპზე ღია იყო, სადაც საკუთარი შენიშვნების წარდგენა და დეტალური ინფორმაციის მიღება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გენგეგმის საჯარო განხილვის დროს, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნების გამოთქმა ყველა მოქალაქეს შეეძლო.

„ჩვენი მხრიდან გაცხადებული იყო, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეეძლო. მერიის კარი ღია იყო და კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა. თქვენ შეგეძლოთ, გენგეგმაზე მიგეღოთ დეტალური ინფორმაცია, ინდივიდუალურად მოსაწვევს ვერ გამოგიგზავნიდით“, -  მიმართა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, ქალაქის  გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული  დოკუმენტის განხილვის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

„როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის გრძელვადიან განვითარებაზე და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი უნდა მივიღოთ, სადღეგრძელოებით და ლექსებით საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან   არასწორია. ხვალ კიდევ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან, ექსპერტებთან,  ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებასაც ამის შესაბამისად მივიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics