|
2018-03-27 15:59:26, 1718 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში საქართველო-ისრაელის ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმო მაისში გაიხსნება
ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ELBIT-ის ხელმძღვანელებს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია, საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, საქართველოში მსხვილ საინვესტიციო მაღალტექნოლოგიურ პროექტს ახორციელებს. საუბარია საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების, მათ შორის, თვითმფრინავის კარებების, აეროდინამიკური ზედაპირის, საკონტროლო პანელის დამზადებაზე. აღნიშნული ნაწილები განკუთვნილი იქნება მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვ. ამისთვის ქართულმა და ისრაელის მხარემ დააფუძნეს ერთობლივი კომპანია საქართველოში სს ""Aerostructure TechnologiesCyclone'' (ATC)". საწარმო თბილისში 10 მაისს გაიხსნება. ახალი საწარმო იქნება Elbit Systems-ის ქარხნის ანალოგი (მდებარეობს ისრაელში, ქალაქ ჰაიფაში)და შეძლებს გამოუშვას პროდუქცია ELBIT SYSTEMS-CYCLONE-ის ბრენდის ქვეშ. სრული საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარია. პროექტმა უნდა დაასაქმოს 300 ადგილობრივი მუშახელი, რომლებიც გადამზადდებიან ავიაციის წარმოების ბაზარზე წამყვანი სპეციალისტების მიერ. პროდუქციის 100% იქნება ექსპორტზე ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრულ წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები იქნება 60 მლნ აშშ დოლარზე მეტი. ამჟამად დასკვნით ეტაპზეა ქარხნის მშენებლობა და აღჭურვა. გეგმის მიხედვით, ყველა სამუშაო დასრულდება 2018 წლის აპრილის ბოლომდე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, წლის ბოლომდე, დაგეგმილია სერტიფიცირების ყველა პროცედურის გავლა, რის შემდეგ ქარხანა პროდუქციის გაყიდვას დაიწყებს. პრეზენტაციის შემდეგ კომპანია ELBIT-ის წარმომადგენლებმა საქართველოში განსახორციელებელი სამომავლო გეგმები განიხილეს საქართველოს დელეგაციასთან, რომელთა შორის ასევე იყვნენ საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორი გიორგი ზვიადაძე.
(NS)
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)