|
2018-03-27 14:17:31, 1320 ნახვა
კომენტარი
მახარობლიშვილი: მიუხედავად ზოგიერთი სახელმწიფოს წუხილისა, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე არ დაგს
„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან გამოითქვა წუხილი, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე, დღეს საქართველოს წინაშე არ დგას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არც ევროკავშირის ინსტიტუტებში, არც ევროკომისიის შიგნით და არც წევრი სახელმწიფოების მხრიდან არ განხილულა. „ჩვენი სურვილია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს დიდი სიკეთე წარმატებულად გამოიყენონ. მიმდინარე პერიოდში, ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ თავი იჩინა გარკვეულმა გამოწვევებმაც, სირთულეებმაც, რომელიც კონკრეტული კუთხით იქნა განსაკუთრებულად გამოვლენილი და ეს არის თავშესაფრის პრინციპის ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც კრიმინალის დანაშაულის ზრდა მთელ რიგ სახელმწიფოებში. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან გამოითქვა წუხილი, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე, დღეს საქართველოს წინაშე არ დგას. ეს საკითხი არ განხილულა არც ევროკავშირის ინსტიტუტებში, არც ევროკომისიის შიგნით და არც წევრი სახელმწიფოების მხრიდან, თუმცა, ძალზე მნიშვნელოვანი იყო და რჩება, რომ ჩვენ მყისიერად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელმაც თავი იჩინა“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)