20:32 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 14:18:40, 3848 ნახვა

საზოგადოება
„მსუბუქი ყოფაქცევის ქალებივით ნუ იქცევით“ - თბილისის გენგეგმის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)

დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტის განხილვა ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობს.

შეხვედრაზე თბილისის მერ კახა კალაძესა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა შედეგიანი არ იქნება, თუ არსებული ფორმატით გაგრძელდება. ხოშტარიას თქმით, დამსწრე საზოგადოება არ უნდა ისმენდეს თბილისის მერიისა და კომპანია „სითი ინსტიტუტის“ ურთიერთბრალდებებს.

„ერთი საათია მიმდინარეობს შეხვედრა, უფრო მეტი და ჩვენ ვისმენთ მხოლოდ ჩვენ ურთიერთბრალდებებს. რეალური შედეგის მომტანი ეს არ იქნება თუ გაგრძელდება ამ ფორმატში. შეხვედრის დროს მხოლოდ ერთმანეთს აბრალდებთ, ვინ დაესწრო გენგეგმის განხილვის შესახებ შეხვედრას და ვინ არა. ასე არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.

საპასუხოდ კალაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციის წევრებმა პოპულისტური განცხადებები არ უნდა გააკეთონ.

„მე არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ამ შეხვედრაზე გააკეთოთ პოპულისტური განცხადებები და შეცდომაში შეიყვანოთ საზოგადოება. სირცხვილია ასეთი საქციელი, გთხოვთ თავი შეიკავოთ“, - მიმართა კალაძემ ხოშტარიას.

დებატებში ახალი საქართველოს“ წევრი გიორგი ვაშაძეც ჩაერთო. მან თბილისის მერი შეხვედრის  არსებული ფორმატის გამო გააკრიტიკა.

„ერთი საათია, ვზივართ და ვისმენთ თქვენს უაზრო გამოსვლებს. ახლა უნდა მოგვცეთ საშუალება, რომ ჩვენც ვილაპარაკოთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და ოპოზიციის წევრებს მიმართა: „მსუბუქი ყოფაქცევის ქალებივით ნუ იქცევით“.

ამ სიტყვებმა გიორგი ვაშაძის გაღიზიანება გამოიწვია და მმართველი გუნდის წევრს მოუწოდა, ქუჩური ქცევებისგან თავი შეიკავონ.

აღნიშნული შემდეგ, „ევროპული საქართველო“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics