|
2018-03-27 11:56:31, 1223 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: 26 მაისი საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე უნდა იყოს
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი, როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 26 მაისის აღნიშვნაში სახელმწიფოს კერძო სექტორიც შეუერთდა. კვირიკაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგელებს მოუწოდა, ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ საზეიმო დღის აღნიშვნაში: „წელს მოგეხსენებათ, რომ 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყება, ჩვენი საელჩოები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღის აღნიშვნაში უკვე კერძო სექტორიც შემოგვიერთდა. მინდა, მოვუწოდო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში. საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს და მინდა ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ დღეიდან მოყოლებული ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ჩვენ ვულოცავთ ტრადიციულად საყოველთაო დღესასწაულებს, რაც არის ჩვენს ტრადიციაში. 26 მაისი უნდა იყოს სწორედ ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ გვაქვს სხვა დღესასწაულები. 17: 10 საათზე, 26 მაისს, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ მთელმა ქვეყანამ შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ეს უდიდესი დღესასწაული, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების, ჩვენი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის თავს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ღონისძიებები არის დაგეგმილი. დაახლოებით ორი ასეული ღონისძიებაა მთლიანობაში და ამ ღონისძიებების განრიგს და კონკრეტულ ინფორმაციას ჩვენ მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
ყაველაშვილმა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)