|
2018-03-26 13:44:40, 1648 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი შვედეთის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს მრავალწლიანი, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის დინამიკა, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა. ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომელიც შვედეთს შეაქვს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)