2018-03-26 11:16:25, 1758 ნახვა
სამართალი
იმერეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის ცნობით, ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოუდგინეს. ამოღებული ხე-ტყის ოდენობა 50 მ3 შეადგენს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.
(NS)
ავტორი: ,