|
2018-03-25 18:25:06, 1718 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: საერთაშორისო პარტნიორებს დეტალურად ვაყენებთ საქმის კურსში ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკის მიმართულებებზე
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჟენევაში, ქართველი პარლამენტარები საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საერთაშორისო პარტნიორებს დეტალურად აცნობენ ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის მიმართულებებს. „ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ შევხვდეთ რაც შეიძლება მეტი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ მათგან მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა. ჩვენ ველაპარაკებით მათ პოლიტიკურ და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობაზე, ველაპარაკებით ოკუპაციის საკითხებზე და ვცდილობთ, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა მივიღოთ. ამ საკითხში განსაკუთრებით, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია. ისინიც იზიარებენ ამ პოზიციას. საერთაშორისო პარტნიორებს დეტალურად ვაყენებთ საქმის კურსში ჩვენი დეოკუპაციის პოლიტიკის მიმართულებებზე. ვფიქრობ, რომ იქნება ერთ-ერთი წარმატებული და შედეგიანი ვიზიტი ამ მიმართულებით",-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)