|
2018-03-25 17:24:16, 2400 ნახვა
სამართალი
„ლეოგრანდის“ საქმეზე დაკავებულებს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ
სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურ მენეჯერსა და ტექნიკური საწყობის ზედამხედველ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა. „ერთ-ერთი ბრალდებული ერთხელ უკვე იმყოფებოდა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, ის ნასამართლევია, ამიტომ არსებობს ალბათობა, რომ ის მიიმალოს, რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მას აქვს კავშირები თურქეთში და ასევე არის საშიშროება, რომ მან გამოიყენოს კავშირები და მიემალოს გამოძიებას, ამიტომ ვითხოვთ წინასწარ პატიმრობას, რათა ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების აღსრულებას, დანაშაული არის მძიმე, ის ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას და ეს გარემოებები აძლიერებს რისკებს, რომ მათ თავი აარიდონ სასამართლოს“, -განაცხადა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ. დაცვის მხარემ მოსამართლეს ორივე დაკავებულის 20 ათას ლარიანი გირაოს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.ასევე, თავდებში მყოფი პირების სია წარუდგინა, რომელიც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს 13:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინთან სატელეფონო საუბრისთვის მზადებაზე ისაუბრა
ტრამპმა პირობა დადო, რომ კონგრესის არჩევნების შედეგებს აღიარებს, თუ ისინი სამართლიანი იქნება
საია-Amnesty International - ციხეებში წამების ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა დაუსჯელობას აძლიერებს
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბების საქმეზე საქმე აღიძრა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)