2018-03-25 17:24:40, 1820 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროდან დასავლეთით, სოფელ გამარჯვებიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ავტორი: ,