10:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 14:52:13, 1702 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: სახელმწიფომ კახეთის მიმართულებით რკინიგზის აღდგენაზე უნდა იფიქროს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კახეთის მიმართულებით რკინიგზის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს:

„რკინიგზა უდიდესი სიმდიდრეა. მოგეხსენებათ, ახალი რკინიგზის გაყვანა ჯდება უზარმაზარი თანხები. კახეთის მიმართულებით გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ  უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიზგა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის“ გახსნაზე.

გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი საქართველოში და არსებობს იმის პოტენციალი, რომ აღნიშული ციფრი გასამმაგდეს:

 ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში, მხედველობაში მყავს ის ტურისტები,  რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სრულიად სხვა ცხოვრების  დონე მივიღოთ საქართველოში“,-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics