|
2018-03-25 14:44:34, 1521 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება
„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი“,-ეს განცხადება საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის“ გახსნაზე გააკეთა. მისი თქმით, კერძო სექტორთან პარტნიორობით შესაძლებელია, ამ განზრახვის სისრულეში მოყვანა. „„ვფიქრობ, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. ამაზე მიდის ფიქრი. კერძო სექტორთან პარტნიორებით შევძლებთ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები პირველ ეტაპზე. შემდგომში შესაძლოა, რომ რეგულარული რეისებიც დაინიშნოს“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა დღეს კახეთში სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნა. კვირიკაშვილის განცხადებით, სასტუმროს მშენებლობაში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით 7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. კვირიკაშვილის თქმით, შედეგად ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა: „ჩვენს ქვეყნას და კონკრეტულად კახეთს შეემატა ულამაზესი სასტუმრო, აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი. ეს არის „ახაშენი ღვინის კურორტი“. ამ სასტუმროში 7 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიცია განხხორციელდა ერთობლივად სახელწმიფოს და კერძო სექტორის მიერ- ეს არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროგრამა და „საქართველოს ბანკი“. ამ პარტნიორბით შეიქმნა ეს ულამაზესი სასტუმრო კომპლექსი დედამიწის ამ ულამაზეს ადგილას.ეს არის ალაზნის ველის და ფაფრის მინდვრების მიკროზონა. ულამაზესი ხედით კავკასიონის მთებზე და ამ ინვესტივიის შედეგად შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი, მაგრამ გვერდითი ეფექტები ამ ინვესტიციების გაცილებით უფრო დიდია. მევენახეობის მიმართულებითაც კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ ახორციელებს უზარმაზარ ინვესტიციებს, მინდა, ბატონ ზურაბ ჩხაიძეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ მამულიშვილური საქმისთვის, რასაც ის საქართველოს მასშტაბით აკეთებს. ძალიან სასიხარულოა, რომ კახეთში ტურიზმი თვისობრივად ახალ განზომილებაში გადის. ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი საქართველოში და ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2015 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, დასაქმების დონე მნიშვნელოვნად გაიზარდოს და ქვეყნის ვიზულური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. მნიშვნელოვანია, რომ კახეთში მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება, აქ დაფუძნდება სპეციალური პროგრამები.თუშეთი და კახეთი არ შეიძლება ცალ- ცალკე განვიხილოთ. მნიშვნელოვანია ის ინვესტიციები, რასაც სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს. თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისიდან 3-ჯერ შევამციროთ საავტმობილო მგზავრობის ხანგრძლივობა თუშეთის მიმართულებით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)