16:43 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-18 11:43:27, 525 ნახვა

სამართალი
გორში მოხუცი ქალბატონი დააყაჩაღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1984 წელს დაბადებული გიორგი დ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 იანვარს, ღამის საათებში ცივი იარაღით შეიარაღებული ერთი პირი გორში, სულხან-საბას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ოქროს ნივთები, ძვირად ღირებული საათი და 20 ლარი გასტაცა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს და გატაცებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics