10:25 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 10:08:47, 1621 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი ყოველწლიურ აქციას - „დედამიწის საათი" შეუერთდა

საქართველოს პარლამენტი, ტრადიციულად, დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდამჭერ საერთაშორისო აქციას შეუერთდა.

ყოველწლიური გლობალური აქციის  – „დედამიწის საათი 2018"  ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეში 20:30 საათზე ელექტროენერგია ერთი საათით გამოირთო.

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღნიშულ კამპანიაში გასულ წლებშიც მონაწილეობდა.

სინათლის ერთი საათით გამორთვის სიმბოლური ღონისძიება პირველად 2007 წელს სიდნეიში ჩატარდა.

ყოველწლიური აქცია „დედამიწის საათი" კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის თემაზე მსოფლიოში ცნობიერების ასამაღლებლად ტარდება. აქციის ფარგლებში, მსოფლიოს ქვეყნებში ერთი საათის განმავლობაში ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებისა და შენობების ელექტროგანათება გამოირთვება.​





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics