|
2018-03-23 21:40:12, 1663 ნახვა
კომენტარი
სუბარი: საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის გაცილებით მაღალ სტანდარტს დემოკრატიისთვის
„ორი მთავარი რამით არის გამორჩეული საკონსტიტუციო ცვლილებები. პირველი, რომ ქმნის გაცილებით მაღალ სტანდარტს დემოკრატიისთვის და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის",- ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, ადამიანის უფლებების კუთხით კონსტიტუცია ხაზს უსვამს ისეთ აქცენტებს, როგორიც არ ყოფილა აქამდე არც ერთ კონსტიტუციაში „ორი მთავარი რამით არის გამორჩეული საკონსტიტუციო ცვლილებები. პირველი, რომ ქმნის გაცილებით მაღალ სტანდარტს დემოკრატიისთვის და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის, მათ შორის, პარტიული ჩართულობით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მეორე, ზრდის უსაფრთხოების გარანტიებს ქვეყნის მომავალი წინსვლისთვის. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა თავში არის ჩამოყალიბებული, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა მეორე თავში, რომელიც კონკრეტულად, ადამიანის უფლებებს ეძღვნება, ისევე როგორც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და სასამართლოს დამოუკიდებლობის ძლიერი გარანტიები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით კონსტიტუცია ხაზს უსვამს სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებას და ამის მაგალითია შშმ პირებზე, ჯანდაცვის უფლებაზე, განათლების უფლებაზე, ბავშვთა უფლებებზე, ღირსეული საცხოვრისის უფლებაზე ისეთი აქცენტები, როგორიც არ ყოფილა აქამდე არც ერთ კონსტიტუციაში.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)