|
2018-03-23 17:09:09, 1828 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტმა საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრებად ბესიკ ლილუაშვილი და ზაზა შათირაშვილი აირჩია
პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად ბესიკ ლილუაშვილი და ზაზა შათირაშვილი აირჩია. ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა. მის კანდიდატურას მხარი 101 -მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 5-მა მისცა. ზაზა შათირიშვილი საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა და ის 103 ხმით 8-ის წინააღმდეგ აირჩიეს. უმრავლესობამ ასევე წარადგინა ია მამალაძისა და მალხაზ ასლამაზაშვილის კანდიდატურები, თუმცა მათ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს.ასევე, 11 ხმით 40-ის წინააღმდეგ უარყოფილი იქნა საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრთა არანაკლებ ¼-ის მიერ წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა. აღსანიშნავია, რომ კანდიდატები არ ყოფილან პარლამენტის წინაშე წარმოდგენილი, რაც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ გააპროტესტეს. მათი თქმით, პარლამენტმა უნდა იცოდეს, ვის ირჩევს. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოქმედი რეგლამენტი არ ითვალისწინებს ამ შემთხვევაში განხილვის პროცედურაში კანდიდატების მონაწილეობას. კობახიძის შეფასებით, რეგლამენტში ამ კუთხით ხარვეზია, რაც უნდა გამოსწორდეს: „მიმდინარეობს ამჟამად მუშაობა რეგლამენტის პროექტზე და ვფიქრობ, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა, ყველა კანდიდატი უნდა იყოს ფიზიკურად წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, როცა კენჭი ეყრება კანდიდატურას, ასევე უნდა შეგვეძლოს განხილვა პირველი მოსმენისთვის დადგენილი წესით. ვინაიდან წინ უძღოდა შესარჩევი კონკურსი, არ ჩათვალა აპარატმა მიზანშეწონილად კანდიდატთა მოწვევა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ბესიკ ლილუაშვილი და ზაზა შათირიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის 18 აპრილიდან შეუდგებიან.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)