|
2018-03-23 12:51:04, 1345 ნახვა
კომენტარი
ქუმსიშვილი: დასკვნის თანახმად, საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართული იყო
დასკვნის თანახმად, „საძელეს“ საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართული იყო, - ამის შესახებ, პირველმა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკასა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საბაგიროს ინსპექტირება დროულად ჰქონდა გავლილი. „2017 წლის 22 დეკემბერს, საბაგიროს კვალიფიციური ისპექტირება ჩაუტარდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ თანამშრომლების გადამზადების მიზნით, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ კომპანიასთან თანამშრომლობს და ბოლო ორი წლის განმავლობაში, გუდაური- ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის კურორტებზე არსებული საბაგიროების ტექნიკური პერსონალის გადამზადება, აქტიურად ხორციელდება. 2017 წელს ტექნიკურმა პერსონალმა ავსტრიაში, კომპანია „დოპელ მაიერის“ სათაო ოფისთან არსებულ ქარხანაში გადამზადება გაიარა, რომელიც ითვალისწინებდა საბაგიროს, ელექტრო სისტემების, უსაფრთხოების, ძრავების, ჰიდრავლიკისა და სხვა დეტალების შესახებ სწავლებას. მნიშვნელოვანი გადამზადება, ტექნიკურმა პერსონალმა, 2017-2018 წლის ზამთრის სეზონის გახსნამდეც გაიარა. სწავლება ევროკავშირის „TAIEX” პროგრამის ფარგლებში, გულისხმობდა ფრანგი ექსპერტების მიერ, საბაგიროების უსაფრთხო ექსპლუატაციას. 2018 იანვარში კი, ფრანგული საბაგიროების მწარმოებელი კომპანია „პომას“ ექსპერტის მიერ ჩატარებული სწავლება გულისხმობდა საბაგიროების უსაფრთხოების მოწყობილობების შემოწმებას, გასწორებას და საბაგიროს პერსონალის მომზადებას“,-განაცხადა ქუმსიშვილმა. მინისტრის თქმით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე, მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მიერ, წარმოებული საბაგიროებია დამონტაჟებული. „მათ შორის არის ავსტრიული კომპანია „დოპელ მაიერი“, რომელიც ლიდერია ხარისხის, ტექნოლოგიებისა და საბაგიროების წარმოების კუთხით. დღესდღეობით „დოპელ მაიერს“ დამონტაჟებული აქვს 14 800 საბაგირო, 92 ქვეყანაში. კომპანია 1986 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. სამთო-სათხილამურო კურორტებზე, დამონტაჟებული აქვს 15 საბაგირო- 6 გუდაურში, 6 ბაკურიანში, 1 სვანეთში და 2 გოდერძში. საქართველოში მათ მიერ ასევე განხორციელდა როგორც თბილისი ფუნიკულიორის, ასევე ბათუმის საბაგიროს მშენებლობა“,- განაცხადა დიმიტრი ქუსიშვილმა და დასძინა, რომ აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, 16 მარტს, გუდაურში მომხდარი ინციდენტი იყო ერთჯერადი ფაქტი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)