|
2018-03-23 11:30:10, 1396 ნახვა
კომენტარი
საფრანგეთის ელჩი: დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა ახსნან, თუ რა მოხდა სინამდვილეში
საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებით პროცესი არ სრულდება. მისი თქმით, დეფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოებას უნდა აუხსნას, თუ რა მოხდა სინამდვილეში. „ჩვენთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება არ არის დასასრული. მნიშვნელოვანია, რომ გარდაცვალების გარემოებები ნათელი გახდეს. დეფაქტო ხელისუფოლების წარმომადგენლებმა საქართველოსა და თანამეგობრობას უნდა აუხსნან, თუ რა მოხდა სინამდვილეში“,-აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ. შეგახსენებთ,არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)