|
2018-03-23 09:50:53, 1832 ნახვა
ეკონომიკა
არველაძე: ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, საქართველოში ბიზნესის კეთების ახალი შესაძლებლობები გააჩინა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით, სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საბჭოს მუდმივ შემადგენლობასთან ერთად საქართველოში ელექტროკაბელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ორი მნიშვნელოვანი კვლევა, „არასატარიფო ბარიერები საქართველოდან ელექტროკაბელების ექსპორტზე თურქეთში“ და „საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობები DCFTA-ს კონტექსტში“. კვლევები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, USAID „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის მხარდაჭერით მოამზადა საკონსულტაციო კომპანიამ „TBSC კონსალტინგი“. გენადი არველაძემ კვლევის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედებით ქართული პროდუქტისათვის დამატებით ახალი 1,4 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი. მისი თქმით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამ საქართველოში ახალი შესაძლებლობები გააჩინა, მათ შორის, წარმოების, ინვესტიციებისა და ვაჭრობის კუთხით. მისი თქმით, დღეს წარმოდგენილმა კვლევამ გამოკვეთა ის მნიშვნელოვანი სექტორები, რომელშიც ინვესტირება და განვითარება ჩინური კომპანიებისთვის დაინტერესების საგანს შეიძლება წარმოადგენდეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კვლევა „არასატარიფო ბარიერები საქართველოდან ელექტროკაბელების ექსპორტზე თურქეთში“. დასასრულს აღინიშნა, რომ ასეთი სახის შეხვედრების ჩატარება კერძო სექტორთან მომავალშიც იგეგმება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)