|
2015-05-19 18:53:41, 518 ნახვა
სამართალი
სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების თაობაზე, ტრენინგების ციკლი დაიწყო
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც სისხლის სამართლის სფეროში სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებას ეხება. გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება, სასამართლო სისტემისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით უფრო კომპკლექსური სამუშაოების განხორციელებისა და მაღალი შედეგების მიღწევის მიზნით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2014 წლის 24 იანვარს კომისია შეიქმნა, რომლის მუშაობის შედეგად, შეიქმნა სახელმძღვანელო " სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმის, მისი დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტური გამართულობის თაობაზე". კომისიის შემადგენლობაში გაერთიანდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, სააპელაციო და პირველი ინსტანციის სასამართლოთა მოსამართლეები, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანამშრომლები, სამეცნიერო წრეების თვალსაჩინო წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული სპეციალისტები. სახელმძღვანელო მოიცავს თითქმის ყველა მიმართულებას, რაც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დასაბუთებას. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოს შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა როგორც საქართველოში არსებული დადებითი და უარყოფითი მაგალითები, შიდა კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე, საერთაშორისო გამოცდილება და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები დასაბუთების კუთხით. კომისიის საქმიანობის პროცესში აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭო, ევროკავშირის პროექტი "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში", აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტი. აღნიშნული პარტნიორები კვლავ აგრძელებენ პროექტის მხარდაჭერას ტრენინგების ჩატარებისა და მასში უცხოელი ექსპერტების ჩართულობის კუთხით. ტრენინგ მოდული, შემუშავებულ სახელმძღვანელოზე დაყრდნობით იქნა შემუშავებული და მეტწილად ორიენტირებულია პრაქტიკულ მეცადინეობებზე. წლის განმავლობაში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩატარებული ტრენინგებით სრულად გადამზადდება სისხლის სამართლის მიმართულებით მოქმედი ყველა მოსამართლე. ღონისძიება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე/იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ გახსნეს. "დღევანდელი ტრენინგი, ეს არის გაგრძელება იმ პროექტისა, რომელიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოში 2014 წლიდან. მოგეხსენებათ, რომ შეიქმნა სახელმძღვანელო სასამართლო გადაწყვეტილების, კონკრეტულად განაჩენების სტილის დასაბუთებულობის საკითხებთან დაკავშირებით და ამ სახელმძღვანელოს შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა მოსამართლეებმა, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგელებმა, ექსპერტებმა. ამ პროექტის ფარგლებში დღეისათვის უკვე დაგეგმილი და განხორციელბული იქნება სემინარების ციკლი, ანუ ტრენინგები. პირველ ეტაპზე მოსამართლეებისათვის, რომლებმაც უნდა მოიცვას საერთო სასამართლოების სისტემაში მომუშავე ყველა მოსამართლე, ასევე პარლალელურად ასეთი ტრენინგები იქნება ჩატარებული მოსამრთლის თანაშეწმეებისათვის. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, საქართველოში სამართალწარმოების პროცესის შედეგად გვქონდეს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილებები",-განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის ლაშა მაღრაძის შეფასებით, ტრენინგები ხელს შეუწყობს მოსამართლეთა კორპუსის პროფესიულ ზრდასა და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდას. "მოსამართლეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ყოველწლიურად ეთმობა სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის თემატიკას. დღეს ჩვენ დავიწყეთ ტრენინგების ციკლი, რომელიც განხორციელდება ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით. აღნიშნულ თემაზე შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც ეფუძნება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. წლის განმავლობაში დაგეგმილია, რომ მოხდეს სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ყველა მოსამართლის გადამზადება.ეს მთლიანობაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდის კუთხით.პროცესში ჩართული არიან როგორც უცხოელი ექსპერტები, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც უშაულოდ მუშაობენ და ღებულობენ მონაწილეობას ამ სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში. მთლიანობაში, ეს ხელს შეუწყობს მოსამართლეთა კორპუსის პროფესიულ ზრდას და გაზრდის მათ ცოდნას სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხის გაზრდის კუთხით",-განაცხადა ლაშა მაღრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)