18:44 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 20:19:29, 1712 ნახვა

საზოგადოება
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება დაგმეს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 37-ე სესიის ფარგლებში გაიმართა გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე - ტექნიკური თანამშრომლობა და შესაძლებლობების განვითარება.

შეხვედრის ფარგლებში ჟენევაში გაერო-ს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა ადამიანის უფლებათა გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

თავის გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა, იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ვერ ხერხდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის, გაერო-ს უმაღლესი კომისრის შეღწევა, როგორც ეს გათვალისწინებულია HRC-ის მიერ 2017 წელს მიღებული რეზოლუციით - „თანამშრომლობა საქართველოსთან".

სხდომის ფარგლებში, საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, აშშ-მ, აზერბაიჯანმა, გაერთიანებულმა სამეფომ,  ესტონეთმა, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ  და ფინეთმა.

განცხადებებში დელეგაციებმა ერთხმად დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ლიტვის დელეგაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტოკონტროლს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, გრძელდება ამ რეგიონების მცოცავი ანექსია.

დელეგაციები მიესალმნენ საქართველოს თანამშრომლობას უმაღლესი კომისრის ოფისთან და გამოხატეს შეშფოთება, რომ აღნიშნული ოფისის წარმომადგენლებს არ მიეცათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა.

ევროკავშირის, ესტონეთის, ლიტვისა და პოლონეთის დელეგაციებმა გამოხატეს შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, რაც ასევე აღნიშნული იყო უმაღლესი კომისრის მიერ 2017 წლის სექტემბერში წარდგენილ ანგარიშში. პოლონეთის დელეგაციამ ასევე დააფიქსირა თავისი შეშფოთება ცხინვალის რეგიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სახლების მიზანმიმართულ განადგურებასთან დაკავშირებით.

გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რთული ვითარებაა: შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილება, მშობლიურ ენაზე განათლება და დოკუმენტებზე წვდომა, რომლებიც საჭიროა სამოქალაქო, კულტურული და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისთვის.

აშშ-მ, ფინეთმა, ესტონეთმა და პოლონეთმა გამოხატეს შეშფოთება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ლიტვის დელეგაციამ  თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოაქალქეების უკანონო დაკავების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რასაც ადგილი აქვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში.

პოლონეთის დელეგაცია მიესალმა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.

პოლონეთის, ლიტვისა და ესტონეთის დელეგაციებმა დაადასტურეს საბჭოს 37-ე სესიის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერა და მოუწოდეს საბჭოს წევრებს, მხარი დაუჭირონ ხსენებულ რეზოლუციას.

თავიანთ გამოსვლებში დელეგაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მნიშვნელობა და მოუწოდეს ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას აღნიშნული მონიტორინგის მექანიზმების შეღწევა საქართველოს რეგიონებში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics