10:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 17:29:04, 1411 ნახვა

საზოგადოება
სსე სპეციალური ჭრის სამუშაოებს ელექტროგადამცემი ხაზის გამართული ფუნქციონირებისათვის ახორციელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ სოფელ მუხათწყაროს გზაზე, 220 კვ. ეგხ-ის „კოდა 1,2“-ის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხე-მცენარეების სპეციალური ჭრის სამუშაოები ჩაატარა.

როგორც სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, სამუშაოები განხორციელდა მთავრობის №366-ე დადგენილების საფუძველზე, ელექტრული ქსელების შეუფერხებელიფუნქციონირებისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.

„სპეციალური ჭრები ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხე-მცენარე ზრდისკრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს და საფრთხე შეუქმნასელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას.

სამუშაოების განხორციელების პროცესში, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ თვითნებურად მოჭრა ხეები მცხეთის მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე, რაზეც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა.

გარემოზე ზრუნვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის" სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სწორედამიტომ, კომპანია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში. წლების განმავლობაში, სსე აქტიურად მონაწილეობს ქვეყნისგამწვანებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. გასულ წლებში კომპანიამ გამწვანების აქციები მოაწყო როგორც დედაქალაქის, ასევერეგიონების ტერიტორიაზე. წელსაც, აპრილის თვეში, თბილისის მერიის ნებართვის მიღების შემდეგ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გეგმავს გამწვანების აქციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics