|
2018-03-22 16:48:55, 1542 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და გორის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობის მიზნით დოკუმენტს ხელი დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მოაწერეს. მხარეები თანხმდებიან ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობაზე. თანამშრომლობა გულისხმობს არაფორმალური საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას; საინტერესო ერთობლივი პროექტების საშუალებით ახალგაზრდებში ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების დაუფლებას; ასევე, აქტიური მოქალაქეობის, დასაქმების, ლიდერობის, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიწოდებასა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერას. მემორანდუმის გაფორმებამდე დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა გორის მერს, მის მოადგილესა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინოვაციური პროგრამები გააცნო. თათია ხოჭოლავას განცხადებით, თანამშრომლობის მიზანია ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მოხალისეობრივი უნარების განვითარება, რაც თავისთავად გულისხმობს თავისუფალი დროის მეტად ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარებას. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამები გორში 2015 წლიდან მიმდინარეობს. მათ შორის არის გორის იუსტიციის სახლის „მოხალისე“, „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ (SKYE კლუბი), „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის“, „კინოკლუბი“, „წიგნის კლუბი“ და სხვა.
(NS)
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)