|
2015-05-19 18:05:41, 515 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განისაზღვრა. დოკუმენტს ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ხელი მოაწერა კოოპერაციის, შრომის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა დოქტორმა რაბი’იმ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი საქართველო–ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომის ფარგლებში მომზადდა. აღსანიშნავია, რომ კომისიის სხდომა ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად ჩატარდა. საქართველოს ვიცე–პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომაზე განიხილეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. ვიცე-პრემიერის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საექსპერტო ჯგუფები მუშაობას განაახლებენ მთელ რიგ სფეროებში, რომელთა შორისაა ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ჰიდროენერგეტიკა, თანამშრომლობა წყლის სექტორში, საქართველოს გამოყენების შესაძლებლობა ირანული ენერგომატარებლების ტრანზიტისთვის ევროპის მიმართულებით, აგრეთვე განათლება, მეცნიერება და კულტურული ურთიერთობები. „სასიხარულოა, რომ ირანის მხრიდან ფიქსირდება ძლიერი სურვილი, რათა საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. ჩვენ ამას მივესალმებით“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ირანის პირველ ვიცე–პრეზიდენტს, ასევე საგარეო საქმეთა და ნავთობის მინისტრებს. საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ირანში 19 მაისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)