10:13 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 15:11:56, 1711 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში იან კელის გაცილების ცერემონია გაიმართა

„მოხარული ვარ, რომ ჩემი ელჩობის დროს კიდევ უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა ჩვენი თანამშრომლობა. მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას“ , - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას აშშ-ის ელჩი.

საქართველოში იან კელის დიპლომატიური უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში მისი გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ამერიკელ დიპლომატს საქართველოში ნაყოფიერი მუშაობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა იან კელის სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა.

ლევან იზორიას განცხადებით, იან კელის დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში, საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის სფეროში, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა:

„ბატონმა ელჩმა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყების მიმართ უდიდესი მხარდაჭერა გამოიჩინა. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან პრინციპული რეფორმები განვახორციელეთ, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. წარმატებებში პერსონალურად იან კელისაც დიდი წვლილი მიუძღვის, რასაც თავდაცვის სამინისტრო აფასებს და მადლიერებას გამოხატავს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

იან კელი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ელიზაბეტ რუდი შეცვლის, რომელიც 2017 წლიდან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეჯოში, ძმების დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Bloomberg: ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრეზიდენტთან პრესკონფერენციაზე უარი თქვა, ამით მხარი ტუსკს დაუჭირა
ტრამპმა მაგიდაზე წითელი ქუდი გადმოკიდა წარწერით „ვეტო“
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics