18:43 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 11:10:30, 1412 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მოადგილეებისგან დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა.

მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, დაწყებულია კახეთის გზატკეცილის მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„აღნიშნული სამუშაოებისთვის დაახლოებით 8,5 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული წლევანდელ ბიუჯეტში. სავარაუდოდ, 2 მილიონი ლარის ინვესტიციას  GWP განახორციელებს, რადგან სრულად შეიცვლება საკომუნიკაციო ქსელი. სამუშაოების დასრულება სექტემბერი-ოქტომბრისთვის იგეგმება. გარდა ამისა, მეორე ეტაპისთვის დაგეგმილი გვაქვს ცენტრალური ზოლის შეკეთება“, - განაცხადა მერის მოადგილემ. 

თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს კახეთის გზატკეცილის კეთილმოწყობა დაავალა. კახა კალაძის თქმით, საჭიროა განახლდეს გზაგამყოფები და ბორდიურები, მოეწყოს განათება და ტერიტორია გამწვანდეს.

მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ბარათაშვილის აღმართის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც.

„აშკარად ეტყობა, რომ ამ მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა სერიოზული პრობლემაა. უნდა განხორციელდეს სრული რეაბილიტაცია და რაც შეიძლება სწრაფად. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციები, თუ რაიმეა შესაცვლელი, შეგიძლიათ  GWP-ისთან გაიაროთ და ეს პროექტი იქნას განხორციელებული. ასევე, განათებები, ბორდიური - რაც კი გასაკეთებელია, ძალიან მაღალი ხარისხით უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics