|
2018-03-22 10:42:47, 1605 ნახვა
ეკონომიკა
ოლაფ ზიმელკა: საქარველოში დიდი პოტენციალია ენერგოეფექტურობის მიმართულებით
საქართველოში ენერგოეფექტურობის სექტორის განვითარება იყო მთავარი თემა შეხვედრაზე, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, კატარინა მატერნოვასთან და დონორ ორგანიზაციებთან გამართა. ქართულმა მხარემ ისაუბრა ენერგოეფექტურობის კანონპროექტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, რაც ევროდირექტივებითაა განსაზღვრული. ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებაზე სამშენებლო სექტორში, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივ შენობებში. ასევე ხაზი გაესვა განახლებადი ენერგიების წყაროების, მაგალითად მზის სისტემების გამოყენებას შინამეურნეობებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა დონორ ორგანიზაციებს (EU, KfW, EBRD, EIB, AFD, IFC) საქართველოს ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და საპილოტე პროექტების მხარდაჭერისთვის. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლაფ ზიმელკამ განაცხადა, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, საქართველოში ორი ძირითადი მიმართულებით - ენერგოეფექტურობისა და ელექტროენერგეტიკული ბაზრის კუთხით მუშაობენ. „ჩვენი აზრით, საქართველოში ენერგოეფექტურობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, რომლებიც დღეის მდგომარეობით განვითარების სტადიაშია. მიგვაჩნია, პოტენციალი ძალიან დიდი გაქვთ ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რომ სამშენებლო კომპანიებმა და მწარმოებლებმა შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და გააუმჯობესონ ენერგოუსაფრთხოება. ჩვენ მზად ვარ სამინისტროსთან ამ კუთხით ვითანამშრომლოთ", - განაცხადა ოლაფ ზიმელკამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)