14:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 21:08:58, 1803 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი უნდა შეიტანოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის მიერ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას მიესალმება.

თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს კიდევ ერთი მექანიზმი გააჩნია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მნიშვნელოვანი იყოს სწორედ ის, რომ აქ არ ყოფილიყო ერთპარტიული პოზიცია, არამედ ყოფილიყო მრავალპარტიული ერთობა. ეს ერთობა ასეთ საკითხებში მისაღწევია და მე მივესალმები, რომ ეს იქნა მიღწეული. თუმცა, არ მგონია, რომ ეს უნდა იყოს საბოლოო წერტილი ამ მიმართებით. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩნია კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და მიმაჩნია, რომ საქართველომ ეს მექანიზმი უნდა გამოიყენოს. ეს არის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სწორედაც რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის ამ საკითხის წამოწევა და სარჩელის შეტანა. ასეთი თვალსაზრისით ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ერთ საერთაშორისო მექანიზმს, საერთაშორისო ბერკეტს იმისთვის, რომ სწორედ რუსეთი, როგორც ეფექტური ხელისუფლების განმახორციელებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იყოს ამ თემაში მოპასუხის როლში. ასევე იმ ფორუმებზე, რომელზეც ცდილობენ გარკვეულწილად შეინარჩუნონ ესა თუ ის სახე, იქაც ძაან ნათლად უნდა მიეთითოს, რომ მკვლელობები, რომელიც ხორციელდება იქ, სადაც მოახდინეს მათ ოკუპაცია და სადაც ისეთი  სულისკვეთებაა, რომ ქართველის მოკვლა არ არის დასჯადი, ეს პასუხისმგებლობა მივიდეს სწორედ პოლიტიკურ და ასევე სამართლებრივ კონტექსტში რუსეთის ფედერაციამდე. მე ვფიქრობ, რომ ეს სარჩელი აუცილებლად უნდა მოამზადოს იუსტიციის სამინისტრომ“, - განაცხადა პრეზიდენტმა „ტვ პირველის“ გადაცემა „პოლიტმეტრში“.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა დღეს, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით  „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ" რეზოლუცია მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics