14:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 18:14:19, 1580 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ეს რეზოლუცია რუსეთთან მიმართებით ჩვენი ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულებაა

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო.

კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რეზოლუციასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.

„დღეს საქართველოს პარლამენტმა ფართო კონსენსუსით მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ.

ამ რეზოლუციაში ასახულია ჩვენი მკაფიო ხედვა და მიდგომა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან და ჩვენი ისტორიულირეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით.

ჩვენ რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და დავგმეთ:

- რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია,

- ჩვენი ისტორიული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები,

- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და ე.წ. საზღვარზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა,

- ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა:

- ჩვენი მოქალაქეების - გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფა

-ქართული სოფლების განადგურება, ქართული ეკლესიების დაზიანება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლისმცდელობა

-ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა,

-იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევა.

-რეზოლუციით ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ რუსეთის ფედერაციისგან:

-ხელი არ შეუშალოს გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით,

- ხელი არ შეუშალოს სამართლის აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ,

-შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება,

-შეწყვიტოს ჩვენი ისტორიული რეგიონების უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებგადაწყვეტილებები,

-შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია,

-კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში,

-უზრუნველყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთადა ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება,

- უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე

რეზოლუცია ასევე ითვალისწინებს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" დამტკიცებას, რომელშიც შეყვანილი იქნებიანსაქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში,აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებული და მსჯავრდებული პირები. ამ პირთა მიმართ უზრუნველყოფილი იქნებაროგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისო სანქციებისა და შეზღუდვების ამოქმედება.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა საჯარო განცხადება, რომლითაც:

- კიდევ ერთხელ გამოითქვა რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის მზადყოფნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისდარეგულირებასთან დაკავშირებით,

- მათ შორის გამოითქვა ჟენევის ფორმატის გააქტიურების მზადყოფნა და სურვილი,

- გამოითქვა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებადამიანებს შორის ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად.

სწორედ ამ სულისკვეთებასა და მიზნებს ეფუძნება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუციაც.

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრის განცხადება გახდა ოპონენტების მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციისა და პოლიტიკურისპეკულაციის საგანი. ოპონენტებმა სცადეს პრემიერ-მინისტრის განცხადების წარმოჩენა „ქართული ოცნების" კურსისა დამიდგომის ცვლილებად, რასაც არ ქონდა არავითარი საფუძველი.

დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პოლიტიკა,პრიორიტეტები, პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც ეფუძნებოდა პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, არის უცვლელი.

როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადება, ისე დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული რეზოლუცია არის რუსეთთან მიმართებითსაქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის კიდევ ერთი გამოხატულება, რომლის მიზანია ჩვენი ქვეყნისუსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა.

აქვე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები რუსეთთან მიმართებით პრაგმატულიპოლიტიკის განხორციელებისას. ეს წითელი ხაზები დაკავშირებულია ჩვენი ისტორიული რეგიონების დეოკუპაციასთან დასაქართველოს მიერ აღებულ დასავლურ კურსთან. აღნიშნული წითელი ხაზები კიდევ ერთხელ მკაფიოდ არის დაფიქსირებულიპარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებულ რეზოლუციაში.

მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს - საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციისწარმომადგენლებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საპარლამენტო რეზოლუციას და მინდა გამოვხატო რწმენა, რომ რეზოლუციაშიასახული ჩვენი ეროვნული მიზნები და ამოცანები აუცილებლად შესრულდება,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics