17:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 17:06:03, 1314 ნახვა

საზოგადოება
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

„დღეს ჩვენ არა ქრომოსომებს, არამედ ერთად გაკეთებულ საქმეებს ვითვლით“ - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გახსნა. მან ყურადღება შშმ პირების დასაქმების მზარდ სტატისტიკაზე, სოციალური ინტეგრაციის და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამებზე გაამახვილა.

2017 წელს, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 103 შშმ პირი დასაქმდა. ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება. მის ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების გამოვლენა, სამუშაოს მაძიებელთა  კონსულტირება, საშუამავლო და კარიერის დაგეგმვის მომსახურება ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 700.000 ლარს შეადგენს. სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამა კი, მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებითა და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით დასაქმების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. პროგრამის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია და 2 090 000 ლარით განისაზღვრება.

„რას ვმატებ ჩემს სამსახურს“ ამ სახელწოდების დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი გიგო შიუკაშვილი, სხვა სამთავრობო უწყებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics