23:03 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 16:06:49, 1702 ნახვა

სამართალი
ყოფილ ცოლზე სისტემური ძალადობის ბრალდებით, მამაკაცი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა

მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ყოფილი მეუღლე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს პროკურატურის მიერ სისტემატური ოჯახური ძალადობის ფაქტზე რ.ბ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 11 ნაწილით და მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ).

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის მაისიდან - 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ყაჩაღობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.ბ. მეუღლეს მ.მ.-ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, სცემდა და მის მიმართ ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, რაც დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ რ.ბ. მეუღლის მიმართ ძალადობას, მისი ორსულად ყოფნის პერიოდშიც ახორციელებდა.

ვინაიდან რ.ბ. დღემდე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, 2018 წლის 20 მარტს მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. საქართველოს პროკურატურამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს რ.ბ. - ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics