|
2018-03-21 15:09:25, 1402 ნახვა
კომენტარი
რამაზ საყვარელიძე: შსს-მ „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტს გაღვივების საშუალება არ მისცა
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ეხმაურება. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება აბსოლუტურად ადეკვატური და რაც მთავარია, ოპერატიული იყო. „რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ჟურნალისტის ფრაზა, ძალადობა პრაქტიკულად იმ ჟურნალისტის გამართლებაა, რომელსაც ებრძვი. ამაზე ოდნავ მაინც რომ დაფიქრდეს ადამიანი კარგია, მაგრამ თუ არ დაფიქრდება და არც გული, გონება უკარნახებს, იქ უკვე სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა უკარნახოს როგორ ჯობია მოქცევა. აბსოლუტურად ადეკვატური იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედება და რაც მთავარია, ოპერატიული. ანუ ამ კონფლიქტს არ მისცა გაღვივების საშუალება. საზოგადოებაშიც პოზიტიური დამოკიდებულებაა სამინისტროს მოქმედების მიმართ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. ცნობისთვის, 19 მარტს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობასთან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამონათქვამთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)