15:29 - 28 Aug, 2026
|
2018-03-21 14:12:11, 1678 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში მედიკამენტების მწარმოებელი ქართულ-ბელარუსული ერთობლივი საწარმო დაფუძნდება
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს მიხაელ რუსის შეხვდა. ერთობლივ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მედიცინისა და ფარმაკოლოგიის კუთხით თანამშრომლობაზე. კერძოდ, საუბარია კოოპერაციაზე ტრანსპლანტოლოგიის სფეროში, აგრეთვე მედიკამენტების მწარმოებელი ერთობლივი საწარმოების დაფუძნებაზე. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის საქმიანი წრეების დაახლოებას ერთობლივი ბიზნეს პროექტების განვითარებისა და ზოგადად, ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილსა და მიხაელ რუსს შორის შეხვედრა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
(NS)
შიო III: ხშირად იმ ქვეყნად მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით
თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
შეწყალებული რუსეთის მოქალაქე დენის კულანინი ამჟამად საიმიგრაციო დაკავების იზოლატორში იმყოფება, მას პუტინის რეჟიმისგან საფრთხე ემუქრება
ჩერგოლეიშვილი - ვერ დალაგდებიან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დასავლეთთან, დიდი ხანია მაგას ითხოვს რეჟიმი
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაშივიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)