|
2018-03-21 13:24:54, 1377 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ მოუწოდა. „გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყებისას. დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს. დღის წესრიგის თანახმად, დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მესამე მოსმენით განხილვა. პარლამენტი, მიმდინარე კვირაში, პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, პარტიული სიის შედგენის წესს (როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულო არჩევნებისთვის) განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ პარტიული სიით წარდგენილი ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუ პარტიული სიის ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენისას პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი არ იქნება განსხვავებული სქესის, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება პარტიული სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა კანონპროექტით რეგულირდება წარმომადგენლობითი ორგანოს გამოკლებული, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული, წევრის უფლებამონაცვლეობის საკითხი სქესთა ბალანსის დაცვის კუთხით. მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ორმოცზე მეტი განსახილველი საკითხია.
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)