17:46 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 12:56:31, 1114 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ „რუსთავი 2“-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“-ში  შემავალი ორგანიზაციები რუსთავი 2-ის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ 

ორგანოზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებენ, იქონიონ მკაცრი პოლიტიკა ნებისმიერი იმ ქმედების მიმართ, რომელიც შეიცავს ძალადობას, მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლისა და, ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.

"აღსანიშნავია, რომ ეს არ არის „ქართული მარშის" წევრების მიერ განხორციელებული აგრესიის პირველი შემთხვევა მათთვის მიუღებელი აზრის წინააღმდეგ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მათი მხრიდან გამოვლენილი დანაშაულებრივი ხასიათის ქმედებები და თებერვალში დაანონსებული ე.წ. სახალხო პატრულის შემოღების ინიციატივა ცხადჰყოფს, რომ ისინი კვლავაც გააგრძელებენ ნებისმიერი მათთვის მიუღებელი ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას და  ეცდებიან განსხვავებული აზრის დანაშაულებრივი გზით ჩახშობას“,- ნათქვამია განცხადებაში. 

მათი თქმით, რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოვლენილი აგრესია კიდევ ერთხელ აჩვენებს, სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმთან ბრძოლის კონკრეტული პოლიტიკის დასახვის საჭიროებას. 

„რუსთავი 2-თან დაკავშირებით გამოვლენილი აგრესიის კიდევ ერთი აქტი  ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან ექსტრემიზმთან ბრძოლის კონკრეტული პოლიტიკის დასახვის საჭიროებას, რომელიც მიმართული იქნება ერთი მხრივ ამგვარი დანაშაულებრივი შემთხვევების დროული აღკვეთისა და შესაბამისი პირების მკაცრად დასჯისკენ, მეორე მხრივ კი ასეთ შემთხვევათა პრევენციისაკენ.

აღსანიშნავია, რომ საჯაროდ გავრცელებულ მასალაში, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომლებზე თავდასხმას ასახავს,  იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. მათ შორის აღნიშვნის ღირსია  სსკ-ის 143-ე მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა),  ასევე სსკ-ს 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს  ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, თუმცა შსს-მ გამოძიება მხოლოდ სსკ-ს 126-ე (ძალადობა) და 187-ე (სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანება)  მუხლებით დაიწყო. ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, ე.წ. ქართული მარშის აქტივსტები დაკავებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის.  აქვე მისასალმებელია 21 მარტს, შსს-ს მიერ  ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით (სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) ლადო სადღობელაშვილის და სხვა 4 პირის დაკავება“,- აღნიშნულია განცხადებაში. 

NG0-ები გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, დაუშვებლად მიიჩნევენ.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია ე.წ. "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის" თავიდან აცილების მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. გამოხატვის თავისუფლების ძირითად არსს წარმოადგენს სწორედ შესაძლებლობა, გვქონდეს მათ შორის კრიტიკული, შოკისმომგვრელი და თუნდაც შეურაცხმყოფელი აზრის გამოხატვის უფლება. რელიგიური გრძნობები კი (რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სუბიექტური და ინდივიდუალურია) არ და ვერ იქნება ის საფუძველი, რომელიც გაამართლებს ამგვარ შეზღუდვას. ნებისმიერი ასეთი მცდელობა ახალისებს „ინკვიზიციური" წარსულის აღდგენას, რომელიც აუცილებლად იქონიებს მსუსხავ ეფექტს საზოგადოებაში ჯანსაღი კრიტიკის არსებობაზე.

ძალადობის, შეუწყნარებლობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირება ახალისებს ექსტრემისტულ ჯგუფებსა და დანაშაულებრივ ქმედებებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფომ აწარმოოს დროული და ობიექტური გამოძიება, მოახდინის დანაშაულის ზუსტი კვალიფიკაცია, გამოიყენოს ადეკვატური სასჯელი ყველა იმ პირის მიმართ ვისი ბრალეულობაც იკვეთება, დაიცვას მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

ასევე, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, შეხვდეს ადამიანის უფლებების საკითხებზე  მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და გააცნოს, თუ რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო სიძულვილით მოტივირებული (და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული) დანაშაულების წინააღდეგ საბრძოლველად და მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარ დანაშაულებზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics