|
2018-03-21 11:02:02, 1418 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მე-11 საჯარო სკოლაში ფინანსური ვალდებულებების შესახებ ლექცია-სემინარი გამართა
ფინანსური ვალდებულებების, მოსალოდნელი რისკებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ ლექცია-სემინარი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისი მე-11 საჯარო სკოლაში გამართა. პრევენციული კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, სასესხო პრობლემების ირგვლივ საუბარი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან შედგა. 14-17 წლის მოზარდებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ; თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევებში აღებული ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ; არასასურველი ვალისგან თავის დაცვისა და ადმინისტრაციული ჯარიმების საურავების შესახებ. პროექტის მიზანია, მოზარდთა კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია, რათა ახალგაზრდები ერთის მხრივ ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, დაზოგონ დრო და ენერგია. პრეზენტაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი ეკატერინე მარხვაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პაატა შამუგია უძღვებოდნენ. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. პრევენციული კომუნიკაციის პროექტი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნა და მას რამდენიმე წელია თბილისისა და რეგიონების სკოლებში ახორციელებს. პროქტის ფარგლებში, ხდება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირება, რათა მოზარდებმა აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. ამგვარ შეხვედრებს აღმასრულებლები საჯარო სკოლის მოსწავლეებთან რეგულარულად მართავენ. თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ ბავშვები აცხადებენ, რომ მიწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის აქამდე უცნობი იყო და რომ ფინანსური ვალდებულებების აღებას უფრო ფრთხილად მოეკიდებიან.
(NS)
საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციებში თითქმის 1.6 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)