2018-03-20 21:51:29, 1725 ნახვა
საზოგადოება
„რეს“: არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ფიზიკური ძალა იყო გამოყენებული
ყოფილი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი დე-ფაქტო სამართალდამცველებმა 22 თებერვალს დააკავეს, - ამის შესახებ "რეს" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ე.წ. სამართალდამცველებმა ტატუნაშვილის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც ის კიბეზე დაგორდა.
მედიის ცნობით, ტატუნაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს უკვე გადმოეცა.
ავტორი: ,