13:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 21:37:26, 1559 ნახვა

კომენტარი
სუბარი: მნიშვნელოვანია სრული გამოძიება მოხდეს, რათა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ხელისუფლების უზარმაზარი შრომის შედეგია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოსვენებულია. 

„ჩვენ კონტაქტი გვქონდა მხოლოდ „წითელ ჯვართან“  ცხინვალის მხრიდანაც "წითელი ჯვრითვის იქნა ცხედარის გადმოსვენება. მათ გადმოგვცეს ჩვენ როგორც  მასალები ისე მიცვალებულის ცხედარი.  მასალებთან დაკავშირებით, კონკრეტულად რა მასალებია, ამის თქმა არ შემიძლია. ამ ეტაპზე არც იმის თქმაა შესაძლებელი, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის ის მასალები რაც გადმოგვეცა.   სამხარაულის ეროვნულ ბიუროში გადაასვენებენ, სადაც მოხდება პირველადი დათვალიერება და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მალე  მოხდეს გადასვენება ოჯახში.  თუმცა, ისე რომ თან გამოძიების ინტერესიც არ დაზარალდეს. იმიტომ რომ მართლა მნიშვნელოვანია აბსოლუტურად სრული გამოძიება მოხდეს, როგორც გარდაცვალების მიზეზის, ისე იმ შესაძლო დაზიანებების, რომელიც შეიძლება სხეულზე აღენიშნებოდეს. 

უზარმაზარი შრომა გასიაწა ამ საქმისთვის ძალიან ბევრმა სამსახურმა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოების სამსახურებმა და მთელმა ხელისუფლებამ და სწორედ ამის შედეგია რომ მოხდა გადმოსვენება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა. 

ცნობისთვის, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს უკვე გადასცეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics